საქართველოს
სახელმწიფო
გერბი
საიტი დამზადების
პროცესშია

მესტიის
მუნიციპალიტეტის
გამგეობა
საიტი დამზადების
პროცესშია
  2017-12-18

2017 წელს უმაღლეს სასწავლებში ჩარიცხულ მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პირველკურსელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უკვე მეოთხე წელია წარმატებით ახორციელებს „მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკურსელთა თანადაფინანსების“ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დაფინანსდებიან 1000 ლარით. 

პროექტის ფარგლებში უკვე 200-ზე მეტმა პირველკურსელმა მიიღო თანადაფინანსება.

განცხადების რეგისტრაციისთვის მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება 
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ატესტატის ასლი
  • ცნობა იმის თაობაზე რომ ბოლო სამი წელი სწავლობდა მესტიის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
  • უმაღლესი სასწავლებიდან ცნობა
  • უმაღლესი სასწავლების ანგარიშფაქტურა/რეკვიზიტები

 დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე - 599855527, მაიკო ნაკანი.

  2017-12-05

5 დეკემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში "ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის" წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელო-ზუგდიდის ბიუროს უფროსის რომან კეიდიას და მესტიის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტ ავთანდილ ჯაფარიძის მიერ განხილულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის კუთხით კანონმდებლობაში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებები. შეხვედრის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობის მოძრაობის დაფუძნების ისტორიაზე პრეზენტაცია წარუდგინა იურიდიული დახმარების სამსახურის პარტნიორი ორგანიზაციის სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის 
(LAG consortium) იურისტმა რუსუდან მაჭკორიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები.

  2017-11-29

29 ნოემბერს მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა ილია ჭავჭავაძის საღამო, რომელიც მიეძღვნა მისი 180 წლის იუბილეს. გიმნაზიის მოსწავლეებმა საგანგებოდ ჭავჭავაძის საღამოსთვის დადგეს პოემა „აჩრდილი“, მათ ხელმძღვანელობდა ქართული ენის მასწავლებელი თებრონე საჯაია. აღნიშნულ საღამოში მონაწილეობა მიიღეს მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, ისინი დამსწრე საზოგადოების წინაშე ლექსებით წარსდგნენ.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ცდილობენ ღირსეულად გაართვან თავი იმ საპასუხისმგებლო საქმეს, რომელსაც მომავალი თაობების აღზრდა ჰქვია. 
გიმნაზიას ვუსურვებთ წარმატებებს, ხოლო ჩვენ ბავშვებს უამრავ მსგავს ღონისძიებას.

1
...