საქართველოს
სახელმწიფო
გერბი
საიტი დამზადების
პროცესშია

მესტიის
მუნიციპალიტეტის
გამგეობა
საიტი დამზადების
პროცესშია
  2017-04-24

ლის მიწოდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული და 26 აპრილს, დღის განმავლობაში ნუ გამოიყენებთ სასმელ წყალს. წყლის მიწოდება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე:
• დ.აღმაშენებლის ქუჩა
• დ.აღმაშენებლის ჩიხი
• ვ.გოშთელიანის ქუჩა
• ზ. ფალიანის ქუჩა
• მ. ხერგიანის ქუჩა
• ს. ბარლიანის ქუჩა
• მ. გვარლიანის ქუჩა
• ლ. ფირცხელანის ქუჩა
• ა. გელოვანის ქუჩა
• ბ. კახიანის ქუჩა
• რ. ნაკანის ქუჩა
• ა. ხერგიანის ქუჩა
• ლანჩვალის ქუჩა
• რ. მარგიანის ქუჩა
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში წყალმომარაგების მიწოდება სავარაუდოდ შეუწყდებათ ჭ.ჩართოლანის, უშბისა და ვიტორიო სელას ქუჩებსაც.

  2017-04-24

დღეს, 24 აპრილს მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში მესტიის რაიონული პროკურორი, რამაზ ხურცია შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და საგზაო უსაფრთხოების შესახებ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება. 
შეხვედრაზე პროკურორმა ისაუბრა საგზაო უსაფრთხოების იმ ძირითად რისკ -ფაქტორებზე, როგორიცაა ავტომობილის მაღალი სიჩქარით მართვა, უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა, ქვეითთა უსაფრთხოება, მანქანის მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობა, მანქანის მართვა ნასვამ ან გადაღლილ მდგომარეობაში. 
მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვასა და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას.

  2017-04-25

ძვირფასო მოქალაქეებო!

დღეს, 25 აპრილს, ამერიკული დღეების ფარგლებში, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის აღსანიშნავად, მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აპრილში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აღნიშნავს ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25-ე წლისთავს. ამ საიუბილეო თარიღის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება სახალხო დიპლომატიის გზით წარმოაჩენს ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობას, ერთობლივ მიღწევებს და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი შენების და განვითარების 
საჭიროებას. 
გთავაზობთ ღონისძიებების განრიგს:

14:30 – 15:00 სთ - ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნა (ღონისძიებას გახსნის ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი)
15:00 – 16:00 ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია
16:00 – 20:00 ჰოლივუდის ფილმების ჩვენება

2
...