საქართველოს
სახელმწიფო
გერბი

მესტიის
მუნიციპალიტეტის
მერია
  2017-09-27

27 სექტემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტმა სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონს“ უმასპინძლა. ინტელექტ-შეჯიბრი მესტიის მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა და მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან 66 გამორჩეული ახალგაზრდა მონაწილეობდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი,საქართველოს პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ნიგურიანი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, მათი მშობლები და გულშემატკივრები. კონკურსის მსვლელობის დროს, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს მონაწილეებს, გაამხნევეს და წარმატება უსურვეს მათ.
ინტელექტ-შეჯიბრში გამარჯვებული გახდა ჭუბერის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ბეთქილ რეზესიძე, მან "მესტიის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მოიპოვა. II ადგილზე გავიდა ხაიშის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ესმა ჭკადუა, ხოლო III ადგილი მოიპოვა ჭუბერის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე სესილი ჩხვიმიანმა. „ეტალონი“-ს გამარჯვებულს ბატონმა ვიქტორ ჯაფარიძემ ფულადი პრიზი გადასცა.
გამარჯვებული ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ადგილზე ღონისძიების განხორციელებას ორგანიზება გაუწია მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა. "მესტიის ეტალონი მოსწავლის" ფინანსური მხარდამჭერია მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა, პროექტი კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

  2017-09-26

26 სექტემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“–ს თანამშრომლებმა, მარიკო კობახიძემ, მერაბ დუკაშვილმა და თიკო ჭრელაშვილმა ჩაატარეს ლექცია/ტრენინგი შშმ პირთა უფლებებზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს შშმ პირთა ადვოკატირების შესაძლებლობები.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს პროექტს „ცვლილებები თანასწორობისთვის“, რომლის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა შშმ პირებთან მიმართებაში, ტოლერანტული საზოგადოების ფორმირება და მათი ინკლუზია საზოგადოებაში.

შეხვედრამ საინტერესოდ, კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

  2017-09-22

დასრულდა მიხეილ ხერგიანის საერთაშორისო მემორიალი მეკლდეურობაში, რომელიც 19 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა მესტიის მუნიციპალიტეტში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ქალაქებისა და რეგიონების ნაკრებმა გუნდებმა და აზერბაიჯანის მეკლდეურთა ნაკრებმა გუნდმა. შეჯიბრება ჩატარდა საერთაშორისო წესების მიხედვით. 19-20-21 სექტემბერს შეჯიბრი გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიულ ერთეულში, ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტულ კომპლექსში, ხოლო 22 სექტემბერს ტურნირი დასრულდა დ. მესტიაში „ჭალაადის“ ბუნებრივ კლდეებზე.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: რთული ცოცვა ვაჟთა შორის: I ადგილი - ჩხაბერიძე ნიკა (თბილისი), II ადგილი - კურტანიძე ტატო (თბილისი), III ადგილი - გაბულდანი სოსო (მესტია).
რთული ცოცვა გოგონათა შორის: I ადგილი - თვაური ნიცა (თბილისი), II ადგილი - სანაძე სალომე (თბილისი), III ადგილი - გიგანი მარი (მესტია).
სწრაფი ცოცვა ვაჟთა შორის: I ადგილი - ჯაფარიძე გიორგი (მესტია), II ადგილი - როხვაძე ანრი (ქუთაისი), III ადგილი - კურტანიძე ტატო (თბილისი).
სწრაფი ცოცვა გოგონათა შორის: I ადგილი - თვაური ნიცა (თბილისი), II ადგილი - სანაძე სალომე (თბილისი), III ადგილი - იოსელიანი მარიამი (მესტია).
ბუნებრივ კლდეებზე გამარჯვებულები გახდნენ, ვაჟთა შორის: I ადგილი - ჯაფარიძე გიორგი (მესტია), II ადგილი - ბექა ნავერიანი (მესტია), III ადგილი - გაბულდანი სოსო (მესტია). გოგონათა შორის: I ადგილი - იოსელიანი ფატი (მესტია), II ადგილი - იოსელიანი მარიამი (მესტია), III ადგილი - სანაძე სალომე (თბილისი).
გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით, თასებით და ფულადი პრიზებით. „მესტია ჰესი“-მა საპრიზო ადგილების მფლობელები დააჯილდოვაა ფულადი პრიზებით, (I ადგილი - 400 ლარი, II ადგილი - 300 ლარი, III ადგილი - 100 ლარი), მალხაზ უდესიანმა I ადგილის მფლობელებს 500 – 500 ლარი გადასცა, ხოლო I ადგილის მფლობელ გიორგი ჯაფარიძეს გადაეცა თეზო ჯაფარიძის პრიზი.

პრიზიორი ვაჟები მიხეილ ხერგიანის მუზეუმმა დააჯილდოვა სპეციალურად მათთვის დამზადებული მაისურებით, ხოლო გოგონებს მესტიის კულტურის სამსახურმა სამახსოვრო მედლები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „რიჰო“, ხოლო მაყურებელს საცეკვაო ნომრები შესთავაზეს პატარა დამწყებმა მოცეკვავეებმა. 
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი მეოთხე წელია ტარდება საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციისა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.

4
...